logo
ENG



"იმედია, ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ" - კობახიძე მინისტრების აქციაზე გასვლაზე

16 მაი 202421:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/j24xprzgg0iccpr.jpg

"ეს არის არასერიოზული", - ასე აფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძემ 15 მაისის აქციაზე 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა.

"სამწუხარო ისაა, რომ როდესაც ევროკავშირის კონკრეტული წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანად აისახება ევროკავშირის იმიჯზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ", - თქვა კობახიძემ.

15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს. მოგვიანებით  აქციაზე მივიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. 


close დახურვა